ვაგრძელებთ
ხოდა რახდება ეხლა მივიღე შეთავაზება ჩემი ბოღმა დებისგან რომ მეც შევუერთდე მათ ქრონიკებს
ნუ შევატყე რა მათ თავიანთი თავი ამოწურეს გული დამეწვა და დავთანხმდეი
ხოდა მე გპირდებით რომ არ გავჩერდები
ან რატომ უნდა გავჩერდე
მანამდე ვიმოღვაწევებ სანამ არ შეგზიზღდებით
მარა უკვე გეზიზღებით
ხოდა დავიწყებ მე ჩემს ისტორიას რომელიც ამ ბლოგის წარმატების საწინდარი იქნება
სახლიდან გამოვედი და დავჯექი მარშუტკაში ჩემთვის წყნარად , როგორც ყოველთვის მუსიკას ვუსმენდი ანუ coldplay_ს
გრინ აის დაიწყო და გამახსენდა რომ მეც მწვანე თვალები მაქვს რა მინდა მქონდეს მარა პრინციპში არც მინდა იმიტომ რომ ძაან პაპსაა უკვე ყოველ მეორეს მწვანე თვალები აქვს რა მწვანე ლინზები და თან რა მოსაწონი მწვანე თვალებია?
ვერ ვხვდები რა აგიჟებთ ბიჭებს მწვანე თვალებში
ერთი იმიტომ მომწონს რომ ჩემ კრისს რა გვინეტის კრისს აქვს ნამღერი მასზე
ისე ზოგს რაუმართლებს აი მაგალითად გვინეტმა როგორ მოახერხა კრისის დათრევა?
არადა ჩვეულებრივი ქალია არაფერი ისეთი
ერთი ქერა ძროხა რა სკილეტია
თან შვილებიც გაუჩინა და მიტომ ვერ ტოვებს კრისი ალბათ თორემ რა აგიჟებს ვერ ვხვდები
ხოდა მე ამ ფიქრებში ვიყავი და ამოვიდა ერთი ხნიერი ქალი , არადა ადგილი არაა და დამიდგა გვერძე
მივხვდი რომ უნდოდა დამესვა მარა რატომ უნდა დავსვა? მეც დაღლილი ვარ და მიტომ ვზივარ თორემ ხომ ფეხზე დავდგებოდი და ამიტომაც არ დავსვი სანამ ჩემი მშობლიური გპის კორპუსს არ მივუახლობდი
ეზოში როგორც ყოვეთვის ჩაცმულობის დემონსტრაცია მიდის, არადა რამე ახალი მაინც ეცვათ , ხო ვიცი ძონძებში აქვთ ნაყიდი
არა ეხლა ძონძებს კი არ ვაკნინებ აი თავიდან ფუთა რომ ჩამოდის ხოლმე მაგაში მაგარ რაღაცეებს ვჩითავ , აი მერე რაც მორჩება ეგენი მიაქვთ ხომე მაღაზიებში
ხოდა შევედი და როგორც ყოვეთვის ლიფტთან გაწამაწიაა არა მე დაგპატიჟებ არა მეო
არადა 5 თეთრის პატივისცემას რავუთხარი მე
თან იმხელა რიგია ნუიტყვი ვისი ვისაშია ვერ გაიგებ
ზაფხულში ხომ აუტანელია ლიფტში შესვლა ისეთი სუნი დგას რომ რავი რა
ხოდა როგორც იქნა შევეტენე ლიფტში და ავედი ჩემს 7სართულზე და დავჯექი აუფიტორიაში ლექციებზე
ნუ მერე არაფერი საინტერესო არ მომხდარა და აქ მოვრჩები
.....მერე ამ სათაურის ქვევით ეწერა , რომ ყველამ საკუთარი საჭმელი წამოიღეთო ხოდა მედა ნანამ გადავწყვითეთ გვეჭამა და ისე წავსულიყავით
....თავისუფლებაზე ჩვენი თანამოაზე შემოგიერთდა და გადავწყვითეთ ხელცარიელი არ ავსულიყავით მაინც ოჯახი იამკააა კიარადა ორმოა? არა თუ ხრამიაო?კანცელარიასთან , რომ გავიარეთ ვიფიქრე მიშასთან ავალთქო ეგეც ხომ ძველი ბლოგერია მარა ეხლა ვეღარ იცლის ყლინჯი აქვს სალოღნი
...ვიყიდეთ ნახევარი კილო ბადრიჯანი, კარტოფილი, ერთი კონა ხახვი, ორითავი ნიორი , წითელი ასტრა და ავედით მაო ძედუნთან? არა უბრალოდ მაოსთან ეს პროსტა მარიას პონტია?
.....და რას ხედავ ჩემი თვალები ყველა დაბარგული მოსულა , ეტყობა რაც ეს შეკრება გადაწყდა მის მერე აღარ ჭამენ
მაგდოლადი გაუზიდიათ, მარა ჩვენ მაინც არ ვნანობთ ნაჭამები, რომ მივედით ოჯახი ხომ იამკაა თუ ხრამი აღარ მახსოვს ზუსტად
....მერე ბიჭებმა ლუდი გახსნეს და რას ხედავ ჩემი თვალები ამ ძნელბედობის ჟამს როდესაც რუსებმა ბოდიშით და უიმისოდ გვიხმარეს მგონი და 9 ნომერს ჩაიდებს პირში კიდევ კაცი?არა რა სულ არ რცხვენიათ
ნუ რა ბანალურია
......ყველამ რაღაც იცოდვილა მარა მე და ნანამ არაფერი დავწერეთ , რომ შევხედეთ ყველა წერდა პაპსააო ვიფიქრეთ და თავი შევიკავეთ
დაჯილდოვებაც....ხო მართლა მროველმა მიიღო "ბლოგერის" პრემია ....სათვალე მაინც თავისას შვრება
, მარა მედა ნანას არ დაგვიწერია და ყოვეთვის დაგტანჯავს მროველ ის უკმარისობის გრძნობა, რომ ჩვენ არ დაგვიწერია და მთლად კონკურენტულ გარემოში არ გაგიმარჯვია
....წერაობის მერე იყო რაღაც გაურკვევლი თამაში მაფიოზები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ინსპექტორი
...გზაში ჩემი მეზობელი მარიკა დეიდა შემხვდა, აი ზევიდან მოდიოდა რა, უფრო სწორედ ძუძუები მოდიოდნენ.....მოვიდა თავზე ხელი გადამისვა, ძუძუები შეათამაშა და მეკითხება: "სწავლის საქმე როგორააო? რა ხდება ინსტიტუტშიო?" არადა გაგანია აგვისტოა ქალო რა დროს სწავლაა, თან მე ხომ მოვრჩი ....აი მაგას ძუძები ეზრდება და მე კიდევ ტვინი მემატება..... მარა დადგება დრო, მარიკა დეიდა და ეგ ძუძუები დაგეწელება ისე , რომ აზღუდი გაგეწელება და მე კიდევ ეს ტვინი კაი ხანს მაჭმევს პურს
თან უხდებოდეს მაინც რა. მაგის ადგილას რომ ვიყო, კორსეტით ვივლიდი, თან მაგის შემხედვარე ის ლამაზი სიტყვები "ძუძუები ოქროს კალმახებია" სულ გაუფასურდა, ......ხოდა დამემშვიდობა, დედა მომიკითხეო მითხრა და წავედა უკნიდან რომ დავაკვირდი ფიცარი იყო(ეჰ კაი იქნებოდა ის ფრაზა მეთქვა ეხლა "აქეთ ფიცარი იქით ფიცარი რაარი მარიკა დეიდა როგორ შეცვლილხართ ვეღარ გიცანითთქო" მარა წინდამცავი ბალიშები აქვს და მოვიტყუებოდი:( ) ...სახლში რომ ავედი ეს ჩემი ხელში გაოფლიანებული 10 თეთრიანი ბებიაჩემის მოხუფულ სამლიტრიან ბანკაში ჩავაგდე, რომელიც ყულაბის მაგივრობას მიწევს...ასე მითხრა ბებომ ბავშვობაში რომ ხუფავდა: ”აი, ეს ბანკა მაშინ გახსენი, რომ გათხოვდებიო”...მაგარი ორიგინალური ბებო მყავს აი იმნაირ ბანალურ ბებია-ბაბუებს კი არ გავს შვილიშვილებს ღვინოს რომ უძველებენ 



..მერე კიდევ ჯერ ბოღმა ნანა და ბოღმა ნინო რომ დაწერე რას ნიშნავს ეს? გინდა ჩვენშორის კონფლიქტი გამოიწვიო და ჩაგვძირო? იასნა მე ვიფიქრებ მაგას თან ჩემი ნაწერი დააციტირე და პირველი მაინც ბოღმა ნანა დაწერე სხვა რა ვიფიქრო? ....ხოხ 15 კომენტარი _ რა ეღირსა შენს ბლოგს აი ეხლა ბედნიერი სახით ზიხარ ალბათ არა? თან პრიკოლია ყვეალა ამბობოს: რა კაი , ძაან მაგრები არიან და მე ვიცი ვინც არიან და რაუნდა მაგის მიხვედრას და ასე შემდეგ ...მარა მინდა გითხრათ აზრზეც არ ხართ ვინ ვინაა და ტყულია ნუ გიხარიათ და ქულებს ნუ იწერთ!!!!!
....
, ეს უეჭველი ჩევენი ბლოგის ნახვის მერე დაიწერეთ ....თან კომეტარებშიც ჩეთია...რავი რომ ამოიწიოთ აი თქვენი ბლოგის ლინკსაც დავდებ დღეს რაღაც კეთილი ვარ აი ისიც :http://brodge.wordpress.com/....
....მეც მინდა ძაღლი რა ოღონდ ჩემი ბოღმით უნდა იფსავდეს
