Wednesday, December 03, 2008

გეზიზღები?

ვაგრძელებთ

ხოდა რახდება ეხლა მივიღე შეთავაზება ჩემი ბოღმა დებისგან რომ მეც შევუერთდე მათ ქრონიკებს

ნუ შევატყე რა მათ თავიანთი თავი ამოწურეს გული დამეწვა და დავთანხმდეი  

ხოდა მე გპირდებით რომ არ გავჩერდები 

ან რატომ უნდა გავჩერდე  

მანამდე ვიმოღვაწევებ სანამ არ შეგზიზღდებით

მარა უკვე გეზიზღებით 

ხოდა დავიწყებ მე ჩემს ისტორიას რომელიც ამ ბლოგის წარმატების საწინდარი იქნება

სახლიდან გამოვედი და დავჯექი მარშუტკაში ჩემთვის წყნარად , როგორც ყოველთვის მუსიკას ვუსმენდი ანუ coldplay_ს

გრინ აის დაიწყო და გამახსენდა რომ მეც მწვანე თვალები მაქვს რა მინდა მქონდეს მარა პრინციპში არც მინდა იმიტომ რომ ძაან პაპსაა უკვე ყოველ მეორეს მწვანე თვალები აქვს რა მწვანე ლინზები და თან რა მოსაწონი მწვანე თვალებია? 

ვერ ვხვდები რა აგიჟებთ ბიჭებს მწვანე თვალებში  

ერთი იმიტომ მომწონს რომ ჩემ კრისს რა გვინეტის კრისს აქვს ნამღერი მასზე

ისე ზოგს რაუმართლებს აი მაგალითად გვინეტმა როგორ მოახერხა კრისის დათრევა?

არადა ჩვეულებრივი ქალია არაფერი ისეთი 

ერთი ქერა ძროხა რა სკილეტია  

თან შვილებიც გაუჩინა და მიტომ ვერ ტოვებს კრისი ალბათ თორემ რა აგიჟებს ვერ ვხვდები

ხოდა მე ამ ფიქრებში ვიყავი და ამოვიდა ერთი ხნიერი ქალი , არადა ადგილი არაა და დამიდგა გვერძე 

მივხვდი რომ უნდოდა დამესვა მარა რატომ უნდა დავსვა? მეც დაღლილი ვარ და მიტომ ვზივარ თორემ ხომ ფეხზე დავდგებოდი და ამიტომაც არ დავსვი სანამ ჩემი მშობლიური გპის კორპუსს არ მივუახლობდი

ეზოში როგორც ყოვეთვის ჩაცმულობის დემონსტრაცია მიდის, არადა რამე ახალი მაინც ეცვათ , ხო ვიცი ძონძებში აქვთ ნაყიდი   

არა ეხლა ძონძებს კი არ ვაკნინებ აი თავიდან ფუთა რომ ჩამოდის ხოლმე მაგაში მაგარ რაღაცეებს ვჩითავ  , აი მერე რაც მორჩება ეგენი მიაქვთ ხომე მაღაზიებში

ხოდა შევედი და როგორც ყოვეთვის ლიფტთან გაწამაწიაა არა მე დაგპატიჟებ არა მეო 

არადა 5 თეთრის პატივისცემას რავუთხარი მე  

თან იმხელა რიგია ნუიტყვი ვისი ვისაშია ვერ გაიგებ

ზაფხულში ხომ აუტანელია ლიფტში შესვლა ისეთი სუნი დგას რომ რავი რა   

ხოდა როგორც იქნა შევეტენე ლიფტში და ავედი ჩემს 7სართულზე და დავჯექი აუფიტორიაში ლექციებზე 

ნუ მერე არაფერი საინტერესო არ მომხდარა და აქ მოვრჩები

Monday, September 01, 2008

ბლოგერების შეკრება დამთავრდა_მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო

ხოდა ამსწინათ ნანამ ლინკი მომცა ბლოგერები იკრიბებიანო და ხალხი არ აქტიურობს ჩვენი ნიკები ჩავწეროთ და მერე ანშლაგი იქნებაო და მეთქი კაი მაინც ყველა ჩვენით იქაჩება და ამ ბავშვებმა რა დააშავესთქო და დავთანხმდი.....სათაურმა ჩამაფიქრა "Blogger Party 2" , როგორც მერე გაირკვა ეს Copy-Paste ყოფილა და ავტორს ჭკუა უხმარია და ორიანი ჩაუმატებია თავგზა, რომ აგვრეოდა მარა ფხიზლობდა მზექალა დოდო და იმწამსვე ამხილა ავტორი .....მერე ამ სათაურის ქვევით ეწერა , რომ ყველამ საკუთარი საჭმელი წამოიღეთო ხოდა მედა ნანამ გადავწყვითეთ გვეჭამა და ისე წავსულიყავით   ....თავისუფლებაზე ჩვენი თანამოაზე შემოგიერთდა და გადავწყვითეთ ხელცარიელი არ ავსულიყავით მაინც ოჯახი იამკააა კიარადა ორმოა? არა თუ ხრამიაო?კანცელარიასთან , რომ გავიარეთ ვიფიქრე მიშასთან ავალთქო ეგეც ხომ ძველი ბლოგერია მარა ეხლა ვეღარ იცლის ყლინჯი  აქვს სალოღნი ...ვიყიდეთ ნახევარი კილო ბადრიჯანი, კარტოფილი, ერთი კონა ხახვი, ორითავი ნიორი , წითელი ასტრა და ავედით  მაო ძედუნთან? არა უბრალოდ მაოსთან ეს პროსტა მარიას პონტია? .....და რას ხედავ ჩემი თვალები ყველა დაბარგული მოსულა , ეტყობა რაც ეს შეკრება გადაწყდა მის მერე აღარ ჭამენ   მაგდოლადი გაუზიდიათ, მარა ჩვენ მაინც არ ვნანობთ ნაჭამები, რომ მივედით ოჯახი ხომ იამკაა თუ ხრამი აღარ მახსოვს ზუსტად ....მერე ბიჭებმა ლუდი გახსნეს და რას ხედავ ჩემი თვალები ამ ძნელბედობის ჟამს როდესაც რუსებმა ბოდიშით და უიმისოდ გვიხმარეს მგონი და 9 ნომერს ჩაიდებს პირში კიდევ კაცი?არა რა სულ არ რცხვენიათ   .....მერე დეიდა მაომ ყველას სიტყვები ან ფრაზები გვათქმევინა, მერე აურია ფურცლები და მოგცა დავალება აი სკოლაში რომ თავისუფალი თემა ჩითავდა ხოლმე მაგის მსგავსი რა და დაწერეთო ხომ ბლოგერები ხართო  ნუ რა ბანალურია   ......ყველამ რაღაც იცოდვილა მარა მე და ნანამ არაფერი დავწერეთ , რომ შევხედეთ ყველა წერდა პაპსააო ვიფიქრეთ და თავი შევიკავეთ   ....მერე იყო გამოთქმით და წელში გამართული კითხვის კალსიკური მაგალითები, სიცილიც იყო, ღიმილიც , ხითხითიც და ნაძალადევი ტაშიც დაჯილდოვებაც....ხო მართლა მროველმა მიიღო "ბლოგერის" პრემია ....სათვალე მაინც თავისას შვრება , მარა მედა ნანას არ დაგვიწერია და ყოვეთვის დაგტანჯავს მროველ ის უკმარისობის გრძნობა, რომ ჩვენ არ დაგვიწერია და მთლად კონკურენტულ გარემოში არ გაგიმარჯვია ....წერაობის მერე იყო რაღაც გაურკვევლი თამაში მაფიოზები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ინსპექტორი ...აი ვისი ვისაში იყო ვერ გავიგე მე კი დავმარცხდი მაფიოზი ვიყავი მარა მაფია მაინც უკვდავია ......მერე მედა ნანას შორი გზა გვქონდა და წამოვედით და რა მოხდა იქ სხვა ბლოგებზე წაიკითხეთ....აუ ხო დეიდა მაო იცი რა მაინტერესებს აი თქვენ რომ თქვით ჩემს ძმას გამოთბილული ტრუსიკი ეცვა შოტლანდიური კაბის ქვეშო ეგ ტრუსიკი ბუნებრივად იყო დათბილული თუ ხელოვნურად? ისე დათბილული ტანგა ნეტა როგორია?
პ.ს. კედელზე ნიფხავი ეკიდა თუ მე მომეჩვენა ? არა ცოტა მხედველობასთან პრობლემები მაქვს და იმედია თვალი არ მატყუებს


ხო მართლა დანიაში არ კითხულობთ ამ ნაწერებს ? რატომ არ გვიკომენტარებთ?  

Friday, August 29, 2008

აანნნნნნდადასსსსსიიიიიიიი

მინდა მოგითხროთ ერთი ჩვეულებრივი დილის შესახებ არაჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებიდან (ხო ეხლა არ დაიწყოთ კომენტარები ამის მსგავსი: "არაჩვეულებრივი თუ ბოღმას ნიშნავდა არვიცოდიო" და ეგეთები რა).......ხოდა გათენდა ეს დილაც გარეთ გავიხედე და ანტენების ტყე დავინახე არადა როგორ მინდა ჩემი ფანჯრიდან ლამაზი ბუნება ჩანდეს ....1 ან მე_2 სართულზე მაინც ვცხოვრობდე 10 თეთრიც ხომ ფულია არა? ......ჩავიცვი და მაღაზიაში ჩავედი ხოდა იქ ორი დაქალი გაიჩითა ჩემი მეზობელი კორპუსიდან და აი ისევ იგივე ზმანზე არიან ორივე ..რა არი, რა ოხრობა, ყველა გოგოს როგორ უნდა ეცვას კოჭის მახრჩობელა შავი შარვალი, რომელიც ნელნელა ქვევით ვიწროვდება და მას აბოლოებს ქუსლიანი ლაკის ფეხსაცმელი....მერე ზედატანიც ერთი და იგივე. აი, ამის აღწერას ნუ მომთხოვთ რა! აი რომ მოემზადებით გარეთ გასასვლელად სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ და თმები რაც მთავარია ერთნაირად აქვთ შეჭრილი: აი, კარე ქვია მგონი წინ ფჩოლკით რა...აუ რას გავს, ყველა ერთნაირად როგორ დადიხართ, რა ოხრობაა? ქალს კარეს შეჭრა მინდა და ვერ ვიჭრი, ვერ ვყიდულობ ლაკის ქოშებს და შარვალს რომელიც ნელნელა ქვევით ვიწროვდება, იმიტომ რომ მერე ხომ მეც მაგათნაირი ჩვეულებრივი ვიქნები ? .....გამეღიმა ამ ჩემ მეზობელ გოგოშკებზე.....ვიყიდე კოკა - კოლა და წამოვედი უკან თან ხელში 10 თეთრიანი მიჭირავს და ეშმაკი მებრძვის.....ეშმაკი მეუბნება ადი ლიფტით ფეხით დაიღლებიო, მარა ამ დროს გონება მკარნახობს: არგინდა 10 თეთრი ხომ ფულია, მაგას კიდევ 10ს დაამატებ და სპიჩკას იყიდიო ...მარა მე მაინც ფეხით დავადექი გზას და თან გულში ვხითხითებ ეშმაკზე: "ხო მაინც ჩაგიდე" ...გზაში ჩემი მეზობელი მარიკა დეიდა შემხვდა, აი ზევიდან მოდიოდა რა, უფრო სწორედ ძუძუები მოდიოდნენ.....მოვიდა თავზე ხელი გადამისვა, ძუძუები შეათამაშა და მეკითხება: "სწავლის საქმე როგორააო? რა ხდება ინსტიტუტშიო?" არადა გაგანია აგვისტოა ქალო რა დროს სწავლაა, თან მე ხომ მოვრჩი ....აი მაგას ძუძები ეზრდება და მე კიდევ ტვინი მემატება..... მარა დადგება დრო, მარიკა დეიდა და ეგ ძუძუები დაგეწელება ისე , რომ აზღუდი გაგეწელება და მე კიდევ ეს ტვინი კაი ხანს მაჭმევს პურს თან უხდებოდეს მაინც რა. მაგის ადგილას რომ ვიყო, კორსეტით ვივლიდი, თან მაგის შემხედვარე ის ლამაზი სიტყვები "ძუძუები ოქროს კალმახებია" სულ გაუფასურდა, ......ხოდა დამემშვიდობა, დედა მომიკითხეო მითხრა და წავედა უკნიდან რომ დავაკვირდი ფიცარი იყო(ეჰ კაი იქნებოდა ის ფრაზა მეთქვა ეხლა "აქეთ ფიცარი იქით ფიცარი რაარი მარიკა დეიდა როგორ შეცვლილხართ ვეღარ გიცანითთქო" მარა  წინდამცავი ბალიშები აქვს და მოვიტყუებოდი:( ) ...სახლში რომ ავედი ეს ჩემი ხელში გაოფლიანებული 10 თეთრიანი ბებიაჩემის მოხუფულ სამლიტრიან ბანკაში ჩავაგდე, რომელიც ყულაბის მაგივრობას მიწევს...ასე მითხრა ბებომ ბავშვობაში რომ ხუფავდა: ”აი, ეს ბანკა მაშინ გახსენი, რომ გათხოვდებიო”...მაგარი ორიგინალური ბებო მყავს აი იმნაირ ბანალურ ბებია-ბაბუებს კი არ გავს შვილიშვილებს ღვინოს რომ უძველებენ ...... აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა

Tuesday, August 26, 2008

გჯერათ წინასწარმეტყველების? მე აღარ!

ღმერთო, შენ მიშველე! ეს რა იყო?! არადა რა საოცრად გათენდა დილით, რას წარმოვიდგენდი, თუ ასე დამემართებოდა მერე. მაინც რა მუხთალია ეს წუთისოფელი, ყოველ ნაბიჯზე რა გელის, კაციშვილმა არ იცის... საერთოდ, ბლოგზე ყველაფრის წერა არ მიყვარს, მაინც რა საჭიროა ხალხმა იცოდეს, ამა თუ იმ წამს რაზე ვფიქრობ, მაგრამ ეს თუ არ მოვყევი, ალბათ ჯოჯოხეთში გავარვარებულ ტაფაზე შევიხრუკები და ეშმაკუნები ჩემს გარშემო შალახოს იცეკვებენ.
დღეს არ ვმუშაობდი, ამიტომაც ჩემს გემოზე გამოვიძინე და საკმაოდ ვინებივრე ლოგინში. ალბათ, 3-4 საათი იქნებოდა, რომ წამოვდექი, ისიც მეზობლები მოვიდნენ, ორი თავი ნიორი უნდოდათ და ასე საცვლების ამარა ნამდვილად ვერ დავენახვებოდი. არადა კი ვიცი იმ ქალებს თავში რაც უტრიალებთ, ოღონდაც რამე საჭორაო მიეცეთ და მერე მთელი დღე ყურები მიხურს ხოლმე. მაგრამ ნურას უკაცრავად, ამჯერად ძალზედ წინდახედულად მოვიქეცი და ტანზე ჩავიცვი. ეგღა მაკლია ვიღაც მაყვალამ ჩემზე ილაპარაკოს, ზარმაციაო. ან კიდევ უფრო უარესი - ვიღაც ჰყავს ოთახში და შუა დღესაც არ არისო ჩაცმული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორც გამიხარდა, კოვზი ნაცარში რომ ჩავუგდე.
ნუ, მერე საქმეზე მიყავი გასასვლელი და გამოვედი სახლიდან. გაზეთების კიოსკს რომ ჩავუარე, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. არ ვიცი, ჭამის მერე კუჭმა შემაწუხა თუ რაღაც ზებუნებრივი ძალა იყო, მაგრამ გავჩერდი და გაზეთების დახლს მივუახლოვდი. აი, თავი მოჯადოვებული მეგონა და მხოლოდ ერთი გაზეთი ავიღე ხელში: ”ლელა კაკულია - ქართველი წინასწარმეტყველი”. არც დავფიქრებულვარ, ისე გადავიხადე ორი ლარი და წამოვედი. მარშუტკაში მთელი გზა გაზეთს ვკითხულობდი, მზერა ვერ მოვაცილე. ისეთი შეგძნება მქონდა, თითქოს ეშმაკი მიძვრებოდა კანქვეშ. ერთ მომენტში თავზე ხელი წავივლე და პატარა რქებს ვეძებდი, მაგრამ კიდევ კარგი, გრძელი თმა მაქვს და არაფერი ჩანს... ვკითხულობ, ვკითხულობ და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ნუთუ ამ ქალს მართლა სჯერა იმის, რასაც წერს? სხვა საქმე არ აქვს, წავიდეს ბავშვებს მიხედოს. თუ არ ჰყავს შვილები, მაშინ სასწრაფოდ იჩალიჩოს რამე და გააჩინოს. ვეღარ გავიგე, მე მელოდები შეჩემისა, მე ხომ არ გაგიჩენ, არა? ეჰ, ამ ხალხს კიდე თავში ჭკუა არ აქვს რა, ყიდულობენ ამ გაზეთებს და მერე კაკულიას სტიმული უჩნდება წერის და სხვების დაბოლების
გმირთა მოედანზე ჩამოვედი და აჭარამდე ფეხით ამოვუყევი გზას. თავში ათასნაირი აზრი მიტრიალებდა: ჰიტლერი უფრო დაუნდობელი იყო თუ სტალინი, როდემდე გაგრძელდება ლარის ინფლაცია, ქართულ საბანკო სისტემაში არ ცვლილებები მოხდება უახლოეს მომავალში, რატო აქვთ ჩიტებს ფრთები, ეს იზოს გოგო ყოველდღე სხვადასხვა ბიჭთან რომ დაეთრევა, რა მოსწონთ მაგაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იზოს გოგოს საკითხი იყო რა! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ადამიანი ქალიშვილს მძაღოს დაარქმევს! მაგრამ რა მიკვირს, რაც დედა, ისიც შვილი რა. ამ დროს ერთი ძველი ქართული ანდაზა გამახსენდა: ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო... ეჰ, სწორია ამის მთქმელი რა! ერთხელ მეუბნება იზო, ამ ჩემმა საწყალმა მძაღომ თავისი შესაფერისი ვერ იპოვაო ჯერ... ვაი შე უბედურო, მე ვერ მიპოვია ჩემი შესაფერისი და შენი გოგო იპოვის?! ბებიაშენისა რა! ვსიო, მორჩა, წავიდა თეთრ რაშებზე ამხედრებული რაინდების დრო! გული მიგრძნობს, ელიაბაზე უნდა ვიარო ხშირად, იქნებ ვინმე მომეწონოს, ჯანდაბას თუ უბრალო მუშა იქნება. სამაგიეროდ, ყოველდღე ფულს შემოიტანს ოჯახში და თან რამე თუ იქნება გასარემონტებელი, სხვების დაქირავება აღარ მომიწევს რა, ტვიქსივითაა - ორი ერთში...
ახლა წავედი, გაზზე მაკარონი მაქვს დადგმული მოსახარშად და თუ მეტი მოუვიდა, ნინოს ნაღდად ვეღარ გადავურჩები, ამჯერად უკვე ნაღდად დამადებს იმ გაცხელებულ უთოს სახეზე

Monday, August 25, 2008

ბლოგზე გაქაჩვის მეთოდები

ხოო აი რა ვთქვა აზრზე არ ვარ ეხლა ერთმა მომცა ეს ლინკი: http://dodka.wordpress.com/2008/08/24/blogs-recommended/#comments , ეხლა ვფიქრობდი აი კიდევ ერთხელ ვეხმარები მათ პოპულარობაში და ამით ხელს ვუწყობ მარა იყოს ჯანდაბას ..... ხო აი სათაურმა დაგლიჯა რა ვითომ ჩვენთვისაა ეგ ჭირი მარგებელი არადა თვითონ იქაჩებიან ჩვენი ბლოგის ლინკის დადებით ....თუ ესე ძაან მოგწონს რატომ არაა  დოდო შენს მეგობრებში ჩვენი ბლოგის ლინკი? აშკარაა ბოღმა გახრჩობს ....იდეები აღარ გაწუხებს და ვეღარ წერ და ცდილობ ჩემი ნაწერის ციტირებით დიდი პოსტები გამოაცხო ..მერე კიდევ ჯერ ბოღმა ნანა და ბოღმა ნინო რომ დაწერე რას ნიშნავს ეს? გინდა ჩვენშორის კონფლიქტი გამოიწვიო და ჩაგვძირო? იასნა მე ვიფიქრებ მაგას თან ჩემი ნაწერი დააციტირე და პირველი მაინც ბოღმა ნანა დაწერე სხვა რა ვიფიქრო? ....ხოხ 15 კომენტარი _ რა ეღირსა შენს ბლოგს აი ეხლა ბედნიერი სახით ზიხარ ალბათ არა? თან პრიკოლია ყვეალა ამბობოს: რა კაი , ძაან მაგრები არიან და მე ვიცი ვინც არიან და რაუნდა მაგის მიხვედრას და ასე შემდეგ ...მარა მინდა გითხრათ აზრზეც არ ხართ ვინ ვინაა და ტყულია ნუ გიხარიათ და ქულებს ნუ იწერთ!!!!! ....

აი კიდევ ეს მეორე ბლოგიც _"ბროდჟე - ამაოების ფესტივალი"  აშკარად ვერ გაგაქაჩვინებს დოდო  მემგონი ..ეს ჩემი რჩევაა ...აი ეხლა შევედი მაგ ბლოგზე და პირველივეზე თავში უწერიათ რაღაც თემა სათაურით : "S.O.S მაგარ ტრაკში ვართ !" ხოდა მინდა გითხრათ გეტყობათ   , ეს უეჭველი ჩევენი ბლოგის ნახვის მერე დაიწერეთ ....თან კომეტარებშიც ჩეთია...რავი რომ ამოიწიოთ აი თქვენი ბლოგის ლინკსაც დავდებ დღეს რაღაც კეთილი ვარ აი ისიც :http://brodge.wordpress.com/....

ბარემ ქველმოქმედებას ვეწევი და დოდო აი შენს ბლოგსაც მივამატებ ჩემს მეგობრებს და იქნებ შენც გეშველოს........ხო კიდევ თუ ვინმეს გინდათ ჩაგამატებთ მეგობრებში   

Saturday, August 23, 2008

მენახშირე გოგო ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან...

კაი ხანია ჩემს ცხოვრებაში ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც შეიძლება გავოცებინე. სასიამოვნოდ გაოცებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. რაც თავი მახსოვს, სულ ისეთ სიტუაციებში ვხვდები, რომ ვბრაზდები და დამწყნარებელიც არავინ ჩანს. მართალია, ხანდახან ნაცნობები ბოღმას მეძახიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უწყინარი ხუმრობაა! აბა, თავად დაფიქრდით, სად მე და სად ბოღმა?!
მაგრამ რაც დღეს დამემართა, აი ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! ერთ-ერთი ჩემი დაქალოჩკის ბლოგს ვათვალიერებდი, მეთქი ნეტა რა აქვს დაწერილი ახალი და საინტერესო, რომ მერე დავჯდე და განვიხილო და რას ხედავს ჩემი თვალები? ვიღაცაზე უწერია ისეთი თბილი სიტყვები, კითხვის დროს ზურგი ამეფხანა და მეგონა, ეს-ესაა ფრთები ამომივა! თან იცით რა წერია? სულ ერთნაირი აზრები (ალბათ წვეტიანი, თორემ სხვანაირი თავში როგორ მოუვიდოდა?) გვაწუხებს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მავთულით, კაბელით თუ ტროსით არიან შეერთებულები! არა, გასაგებია ყველაფერი, ალბათ მართლა თბილი და მოსიყვარულე ვიღაცაა, მაგრამ მე რა, მოსიყვარულე არ ვარ? მერე რა, თუ ხანდახან ჭორაობა მიყვარს, ყოველ დღე მინიმუმ 3-4 საათი მეც ძალიან მოსიყვარულე ვარ! (გარდა იმ დროისა, როდესაც მძინავს) ხოდა, მე თქვენ გეკითხებით, ჩემზე რატომ არ წერენ ბლოგზე? ნუთუ ორ-სამ ლამაზ, ბოღმიან ან შურიან სიტყვას არ ვიმსახურებ?!
ეჰ, მგონი კითხვაზე პასუხი თავადვე მშვენივრად ვიცი! რა ჩემი ბრალია, თუ ჩემს მშობლებს კალინინგრადში არ გაუცვნიათ ერთმანეთი, რუსული არ ვიცი კარგად და ქართულს სრულყოფილად ვფლობ? ან რა ჩემი ბრალია, რომ კაბელი არ მიერთდება არსად? შეიძლება ამის გამო ადამიანის ათვალწუნება და ”სხვანაირი” თვალით შეხედვა მისთვის? ეს ნამდვილი დისკრიმინაციაა!
სხვა რა უნდა ვთქვა? ძალიან დავიბოღმე რა, აი საშინლად დავიბოღმე! ახლა უკვე ვეღარაფერს შევცლი ლიტონი სიტყვებით. წავალ, ეზოში ხეებს ტოტებს მაინც დავამტვრევ, გული მიგრძნობს ზამთარში რუსები გაზს გაგვითიშავენ და შეშა მაინც მექნება გასათბობად...

Sunday, August 17, 2008

უნიტაზს ვებღაუჭები

აი ეს დღეებია ძაან პოლიტიზირებულები ვართ ყველა რა და ცოტა განმუხტვა მინდა რა მარა რადგინდა ყველგან ეს შავტუხა ქალია _ კონდოლიზა რაისი...ისე ნეტაი ერთი ამას რა წადი გათხოვდი ქალო რას დადიხარ და რა მშვიდობის მტრედს თამაშობ მშვიდობის მტრედი კიარადა ყვავი ხარ მგონი..არა ეხლა რასისტი არ გეგონოთ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ ცოტაოდენი ბოღმით .....გუშინ ვფიქრობდი და მივხვდი რომ მჭირდება ძაღლი....აი მეგობარს ყავს ფრანგული ბულდოგი მარა ძაღლს აშკარადა არევასება ეს ჩემი მეგობარი აი ჩვენ რომ მივალთ ხოლმე ძაღლი სიხარულით იფსავს  ....მეც მინდა ძაღლი რა ოღონდ ჩემი ბოღმით უნდა იფსავდეს  ......ისე კაი რუსული ავჩალკა თუ ავჩარკა დამხატავდა ეხლა .... რუსებზე გამახსენდა : რაარი რას გავს მათი საქციელი ქართველების ყაზარმებზე როგორ დაიბოღმენ უნდა გენახათ .....მაგარი მეშინია უკვე უნიტაზთან უნდა გავატარო დიდი დრო რაიცი რახდება იქნებ ბოლოჯერ ვჯდები უნიტაზზე , იქნებ მოვიდნენ და წაიღონ ჩემი უნიტაზიც ...კიდევ კაი ნასკებს არ ვხმარობ  ....ნანა ვუერთდები შენს გინებებს მეტის ღირსია პუტინი, რასაც ჩვენ მაგას ვაგინებთ კაი გაძლება ქონია დედამისს.....   

Путин, ёб твою мать!!!

აი, აღარ ვიცი ამდენი ბოღმა სად წავიღო! მართალია, ცხოვრებაში არ შემიგინია, იმას თუ არ ჩავთვლით, დამლაგებელ იზოს ზურგს უკან რომ ვლანძღავ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ემოციები ვეღარ მოვთოკე! მინდა, გარეთ გავიდე, სადმე შუა ჭავჭავაძეზე, ალბათ უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვიყვირო: Путин, ёб твою мать!!!
ზოგადად არ ვარ ბოღმიანი ადამიანი. ხანდახან მშურს ხოლმე სხვების და ვიგრუზები კიდევაც, მაგრამ მაინც არ ვარ ბოღმიანი! გასაგებია? არ ვარ ბოღმიანი! თუმცა ახლა... ოხხ... ნეტა დამაჭერინა და ტრაწიანი ლილიპუტი და ცემაში გამახეთქინა! ახლა უცებ წარმოვიდგინე, მე და ეგ ტატამზე რომ ვდგავართ: ის ღონიერია, მე სუსტი; ის გამოცდილი, მე გამოუცდელი; ის ეშმაკია, მე გულუბრყილო... მაგრამ ეს მაინც ვერ შემიშლიდა ხელს ბოღმის ამონთხევაში!

ისე, გოგოებო, ერთი საინტერესო ჭორი კი გავიგე. კასპის რაიონის სოფელს მეტეხში თურმე ერთი ქალი ცხოვრობს, რომელიც ამბობს, პუტინის დედა ვარო... რომ დავფიქრდეთ, ერთი მაგის დედაც მო******, მაგრამ მთლად მასე ადვილად ხომ არ წყდება საქმეები?!
დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი ახლა კასპში და იმ ქალს პირისპირ დაველაპარაკებოდი! შე ჩემის თვრამეტიანო, ბავშვის გაზრდა თუ არ შეგეძლო, რაღაც წვალობდი ტო?! გუშინ მე და ნინო ვლაპარაკობდით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ პუტინმა არც კი იცის მამამისი ვინაა. ეტყობა, ეს გვარი ბავშვთა სახლში რომელიმე ზედამხედველისგან მიიღო, რომელიც პატარაობაში რძის მაგივრად არაყს ასმევდა და არმატურის ნაჭრით გვერდებს ულამაზებდა
მოკლედ, ბავშვებო, ასე და ამგვარად, მგონი დავიცალე ბოღმისგან ცოტათი, ახლა შემიძლია წავიდე და მაწვნის სუპის ჭამა გავაგრძელო...