Tuesday, August 26, 2008

გჯერათ წინასწარმეტყველების? მე აღარ!

ღმერთო, შენ მიშველე! ეს რა იყო?! არადა რა საოცრად გათენდა დილით, რას წარმოვიდგენდი, თუ ასე დამემართებოდა მერე. მაინც რა მუხთალია ეს წუთისოფელი, ყოველ ნაბიჯზე რა გელის, კაციშვილმა არ იცის... საერთოდ, ბლოგზე ყველაფრის წერა არ მიყვარს, მაინც რა საჭიროა ხალხმა იცოდეს, ამა თუ იმ წამს რაზე ვფიქრობ, მაგრამ ეს თუ არ მოვყევი, ალბათ ჯოჯოხეთში გავარვარებულ ტაფაზე შევიხრუკები და ეშმაკუნები ჩემს გარშემო შალახოს იცეკვებენ.
დღეს არ ვმუშაობდი, ამიტომაც ჩემს გემოზე გამოვიძინე და საკმაოდ ვინებივრე ლოგინში. ალბათ, 3-4 საათი იქნებოდა, რომ წამოვდექი, ისიც მეზობლები მოვიდნენ, ორი თავი ნიორი უნდოდათ და ასე საცვლების ამარა ნამდვილად ვერ დავენახვებოდი. არადა კი ვიცი იმ ქალებს თავში რაც უტრიალებთ, ოღონდაც რამე საჭორაო მიეცეთ და მერე მთელი დღე ყურები მიხურს ხოლმე. მაგრამ ნურას უკაცრავად, ამჯერად ძალზედ წინდახედულად მოვიქეცი და ტანზე ჩავიცვი. ეგღა მაკლია ვიღაც მაყვალამ ჩემზე ილაპარაკოს, ზარმაციაო. ან კიდევ უფრო უარესი - ვიღაც ჰყავს ოთახში და შუა დღესაც არ არისო ჩაცმული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორც გამიხარდა, კოვზი ნაცარში რომ ჩავუგდე.
ნუ, მერე საქმეზე მიყავი გასასვლელი და გამოვედი სახლიდან. გაზეთების კიოსკს რომ ჩავუარე, რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. არ ვიცი, ჭამის მერე კუჭმა შემაწუხა თუ რაღაც ზებუნებრივი ძალა იყო, მაგრამ გავჩერდი და გაზეთების დახლს მივუახლოვდი. აი, თავი მოჯადოვებული მეგონა და მხოლოდ ერთი გაზეთი ავიღე ხელში: ”ლელა კაკულია - ქართველი წინასწარმეტყველი”. არც დავფიქრებულვარ, ისე გადავიხადე ორი ლარი და წამოვედი. მარშუტკაში მთელი გზა გაზეთს ვკითხულობდი, მზერა ვერ მოვაცილე. ისეთი შეგძნება მქონდა, თითქოს ეშმაკი მიძვრებოდა კანქვეშ. ერთ მომენტში თავზე ხელი წავივლე და პატარა რქებს ვეძებდი, მაგრამ კიდევ კარგი, გრძელი თმა მაქვს და არაფერი ჩანს... ვკითხულობ, ვკითხულობ და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ნუთუ ამ ქალს მართლა სჯერა იმის, რასაც წერს? სხვა საქმე არ აქვს, წავიდეს ბავშვებს მიხედოს. თუ არ ჰყავს შვილები, მაშინ სასწრაფოდ იჩალიჩოს რამე და გააჩინოს. ვეღარ გავიგე, მე მელოდები შეჩემისა, მე ხომ არ გაგიჩენ, არა? ეჰ, ამ ხალხს კიდე თავში ჭკუა არ აქვს რა, ყიდულობენ ამ გაზეთებს და მერე კაკულიას სტიმული უჩნდება წერის და სხვების დაბოლების
გმირთა მოედანზე ჩამოვედი და აჭარამდე ფეხით ამოვუყევი გზას. თავში ათასნაირი აზრი მიტრიალებდა: ჰიტლერი უფრო დაუნდობელი იყო თუ სტალინი, როდემდე გაგრძელდება ლარის ინფლაცია, ქართულ საბანკო სისტემაში არ ცვლილებები მოხდება უახლოეს მომავალში, რატო აქვთ ჩიტებს ფრთები, ეს იზოს გოგო ყოველდღე სხვადასხვა ბიჭთან რომ დაეთრევა, რა მოსწონთ მაგაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იზოს გოგოს საკითხი იყო რა! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ადამიანი ქალიშვილს მძაღოს დაარქმევს! მაგრამ რა მიკვირს, რაც დედა, ისიც შვილი რა. ამ დროს ერთი ძველი ქართული ანდაზა გამახსენდა: ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო... ეჰ, სწორია ამის მთქმელი რა! ერთხელ მეუბნება იზო, ამ ჩემმა საწყალმა მძაღომ თავისი შესაფერისი ვერ იპოვაო ჯერ... ვაი შე უბედურო, მე ვერ მიპოვია ჩემი შესაფერისი და შენი გოგო იპოვის?! ბებიაშენისა რა! ვსიო, მორჩა, წავიდა თეთრ რაშებზე ამხედრებული რაინდების დრო! გული მიგრძნობს, ელიაბაზე უნდა ვიარო ხშირად, იქნებ ვინმე მომეწონოს, ჯანდაბას თუ უბრალო მუშა იქნება. სამაგიეროდ, ყოველდღე ფულს შემოიტანს ოჯახში და თან რამე თუ იქნება გასარემონტებელი, სხვების დაქირავება აღარ მომიწევს რა, ტვიქსივითაა - ორი ერთში...
ახლა წავედი, გაზზე მაკარონი მაქვს დადგმული მოსახარშად და თუ მეტი მოუვიდა, ნინოს ნაღდად ვეღარ გადავურჩები, ამჯერად უკვე ნაღდად დამადებს იმ გაცხელებულ უთოს სახეზე

12 comments:

sabaha said...

"ვაი შე უბედურო, მე ვერ მიპოვია ჩემი შესაფერისი და შენი გოგო იპოვის?! "

ჭეშმარიტად დაბოღმილი ფრაზა :D

ბოღმა ნინო said...

გოგო რამდენს წერ რა კუჭი აიშალე? :ბოღმასმაილიკი:

OTO said...

ლელა კაკულიასი როგორ არ გჯერათ ?!

:NOSTRADAMUS SMILEY:

Anonymous said...

qartuli magiis saocrebani - lela kakulia da irakli lomaia

:bogm:

ბოღმა ნანა said...

lomaiasac aqvs gazeti gamoshvebuli? :spy:


:bogm:

kurtizanka said...

:loooool:
ეს მომწეონა ყველაზე მაგრად ბოღმა ნანასი : D
და მინდა ვთქვა, რომ სიმართლესთან ახლო იყო ბევრი რამ
ამას მაინც ვერ მიხვდებით :P

ბოღმა ნანა said...

სადაური კურტიზანკა ხარ შენ, ჯიგარო?

kurtizanka said...

modzraoba ,,gavertiandet cirkis win mdgomi kurtizankebis winaamdeg da gaumarjos pekinis lurtizankebs"
ise gafartoebas vapirebt da msurvelebs mivigebt
magari tipebi arian bogma nana da nino
ise yvela chvenma wevrma bogmobit daiyo yvelafei da memgoni potenciuri kurtizankebi arian nanasa da ninos saxit : )

ბოღმა ნანა said...

ვიფიქრებთ მე და ნინუცი და პასუხს გაგაგებინებთ მაშინ...

ბოღმა ნინო said...

ვიდზე არ მომწონხარ კურტიზან :(

Anonymous said...

მომწონს მე შენი ბოღმიანი ჩანაწერები :)

ნინა said...

აუ იზოს ქალიშვილზე რეჩი მაგარი იყო ძააან :დ

ლელა კაკულიამ დაგლიჯა :დ