Thursday, August 14, 2008

სად იყო და სად არა, შენ გაგარტყი წარა-მარა...

გამაგიჟებს ეს ხალხი რა, რა ჯანდაბა უნდათ მაინც ვერ გავიგე გეგონება, მთელი დღე სპეციალურად დამყვებიან კუდში და ნერვებს მიშლიან რა!!! თითქოს სამსახურში ის დამპალი დამლაგებელი არ მყოფნის, რომელიც ვინც იცის როგორი ტილოთი მიწმენდს მაგიდას და კომპიუტერის მონიტორს, მერე ეს დებილი ლევანი გადამეკიდა კიდე ვერ ვასწრებ საქანელაზე დაძდომას და კაი გულიანად გაქანავებას, რომ საიდანღაც მოულოდნელად ბავშვებს ამოჩხრეკს ხოლმე და ეგრევე მეუბნება, ნანა ადექი, პატარები დასვიო. აი, მე შენ გეკითხები: რა გინდა შვილო? რატო არ გამანებებ თავს?
ეს ბავშვები ხოლმე საერთოდ საუბრის ცალკე თემაა რა. შე კაი დედ-მამის შვილო, წადი რა, დაეგდე სახლში, შუა დღეს მზიურში რა გესაქმება, როდესაც სადღაც 150 კილომეტრში რუსები დედას იტ****ავენ და ბომბებს აგდებენ? მაინც და მაინც იმ დროს რატო მოგინდება ხოლმე კატაობა, როდესაც მე ვზივარ?

ნუ, ახლა ჩინეთში ოლიმპიადა მიდის და ამ თემასაც ვერ ავუვლი გვერდს რა... ათასი დებილი მიჰყავთ იმ ლილიპუტების ქვეყანაში და ვერაფერს ვერ აკეთებენ. უეჭველი ვიცი, მიდიან იქ ჩინურ ტავარს ყიდულობენ და მერე აქ მაღაზიებში აბარებენ. მაგალითისთვის, მარტო ნინო სალუქვაძეს ხსენებაც კმარა: შე დალოცვილო, თვალებში თუ ვერ იხედები და 25 მეტრში სამიზნეს ვერ არტყავ, ჩინეთში რა ჯანდაბა გინდა? აზრზე ხარ, ტიპმა მე-16 ადგილი აიღო... არ ჯობდა საერთოდ არ გასულიყო? უკეთესი არ იქნებოდა, მე წავსულიყავი? იქ ჩინეთის დიდ კედელს მაინც ვნახავდი, ძილის წინ მაო ძე დუნს გავიხსენებდი და ჩვენი ქვეყნისთვის უკეთეს გმირობებს ჩავიდენდი არა, მე ვინ მომცა მაგის ბედი?! მაინც და მაინც აქ საქანელაზე იმის შიშით უნდა ვიჯდე, ვაიდა ვინმემ არ ამაგდოს ისევ...

P.s. ნუ შეგეშინდებათ, თუ უკვე დაწერილ კომენტარს უცებ ვერ აღმოაჩენთ კომენტარების ფანჯარაში. თქვენ დატოვეთ და მერე მე და ჩემი დაქალი ვნახავთ, თუ მოგვეწონება, გამოვაქვეყნებთ თუ არა და წაგიშლით ეგრა მაკლია, ახლა ვიღაც-ვიღაცებს ჩემზე ცუდი რამეები ვაწერინო...

5 comments:

sabaha said...

რა გეშველებათ
პატარა ავადმყოფებო თქვენა :))

Kate said...

:გადაბჟირებისსმაილიკი:

ბოღმა ნინო said...

:გივი:

ბოღმა ნინო said...
This comment has been removed by the author.
ბოღმა ნინო said...

ნან ნუ იგინები რა გჭირს ნერვებს ნუ ყვები იმ დედამოდღნული რუსების გამო ნერვებს ნუ იშლი